Wednesday, 2 December 2015

მერანი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში ,,მერანი'' გადმოცემულია განცდათა მრავალფეროვნება და სიღრმე, ნაჩვენებია პოეტის დამოკიდებულება ცხოვრებისა და საზოგადოებისადმი. ,,მერანში'' თავს იყრის და გაცილებით მეტი სიძლიერით ვლინდება ის განწყობილებები, რომლებიც ბარათაშვილის სხვა ლექსებშიც არის მოცემული. პოეტი გაურბის საზოგადოებას, რომლის წიაღშიც თავს სულით ობლად გრძნობს:

 ,,რაა მოვშორდე ჩემსა მამულსა მოვაკლდე სწორთა და მეგობართა, ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილ მოუბარსა''

 - ამბობს პოეტი და ამით გამოხატავს ღრმა სიძულვილს თავის თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობისადმი. იგი მებრძოლი განწყობით მიმართავს თავის მერანს:

 ,,გასწი გაფრინდი ცემო მერანო, გარდამიტეხე ბედის სამძღვარი! თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონის შენი მხედარი.'' 

       


 პოეტი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს მკაცრ ბედს და სურს გაარღვიოს მისი საზღვარი. პოეტი ოცნებობს თავისი მერანით გათელოს უვალი გზა, რათა მისმა მოძმემ შემდეგ ადვილად შეძლოს ამ გზით სიარული, გაარღვიოს საზღვარი ბედისა და ნიავს მისცეს თავისი ,,შავად მრელვარი ფიქრნი'', რომ დაუსრულებელი სივრცე  ცისა და ქვეყნის შორის მოიაროს.  


ნიკოლოზ ბარათაშვილი XIX საუკუნის რომანტიკოსი პოეტი იყო მან მერანი 1842 წელს 24 წლის ასაკში დაწერა და გამოაქვეყნა. თავისმხრივ ლექსში შეინიშნება ტრაგიკული რომანტიზმის ნიშნები. მართალია ლექსი 1842 წელს დაიწერა, თუმცა მისი რამდენიმე სტროფი უფრო ადრეა შექმნილი. სხვადასხვა მწერლების აზრით „მერანი“ „ვეფხისტყაოსანს“ ენათესავება, ვინაიდან მხედრის თავგანწირვამ და შეუდარებლობამ არ შეიძლება, არ გაგვახსენოს „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ავთანდილი.


აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავის ცხოვრებაში „მერანი“ უსათაუროდ გამოსცა, წლების შემდეგ კი, როდესაც იბეჭდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობა, გაზეთ  „ცისკარის“ რედაქტორმა -  ივანე კერესელიძემ შეურჩია ლექსს სათაური.
  

ლუკა ნიორაძე

No comments:

Post a Comment