1832 წლის შეთქმულება, ქართველთა მცდელობა, დაებრუნებინათ წართმეული სახელმწიფოებრიობა,
იგი
რუსეთში
გადასახლებულ
ბატონიშვილთა
წრეში
ჩაისახა.
მას
შემდეგ,
რაც
1801 წელს
რუსეთმა
ქართლ-კახეთის
სამეფო
გააუქმა
და
საქართველოს
დანარჩენი
კუთხეების
დაპყრობას
შეუდგა,
ქართველმა
ხალხმა
წართმეული
სახელმწიფოებრიობის
დაბრუნების
მიზნით
არაერთხელ
წამოიწყო
აჯანყება.
ერთ-ერთი ასეთი
მცდელობა
იყო
1832 წლის
შეთქმულების
სახელით
ცნობილი,
რომელიც
რუსეთში
გადასახლებულ
ბატონიშვილთა
წრეში
ჩაისახა.
კერძოდ,
1825 წელს
პეტერბურგში
მცხოვრებმა
დიმიტრი
იულონის
ძემ,
ხოლო
1826 წელს
მოსკოვში
იძულებით
მყოფმა
ოქროპირ
გიორგი
მეთორმეტის
ძემ
(ბაგრატიონებმა)
გარს
შემოიკრიბეს
რუსეთში
სასწავლებლად
ჩასული
ქართველი
ახალგაზრდები
და
შეუდგნენ
მომზადებას
მომავალი
შეიარაღებული
აჯანყებისათვის.
1827 წელს
კი,
პეტერბურგიდან
სამშობლოში
დაბრუნდა
დიდი
ქართველი
განმანათლებელი,
საზოგადო
და
პოლიტიკური
მოღვაწე
სოლომონ
დოდაშვილი
და
შეთქმულების
ცენტრმაც
თბილისში
გადმოინაცვლა.
სოლომონ
დოდაშვილი
განათლებული
პიროვნება
იყო,
რომელსაც
პეტერბურგის
უნივერსიტეტი
ჰქონდა
დამთავრებული.
აჯანყების
წარმატებით
განვითარების
შემთხვევაში,
იგი
მთელ
კავკასიას
უნდა
მოსდებოდა
იმისათვის,
რომ
საბოლოოდ
ალაგმულიყო
ამიერ
და
იმიერკავკასიაში
რუსთა
თარეში.
მაგრამ,
შეთქმულებს
რუსეთთან
პოლიტიკური
კავშირის
სრულად
გაწყვეტა
არ
ჰქონდათ
განზრახული,
არამედ
სურდათ,
რუსეთ-საქართველოს
შორის
დამყარებულიყო
საერთო
ინტერესებზე
დაფუძნებული
ურთიერთობა.
სწორედ
ამას
ითვალისწინებდა
1783 წელს
რუსეთთან
დადებული
გეორგიევსკის
ტრაქტატიც,
რომელიც
1801 წელს
რუსეთის
თვითმპყრობელურმა
ხელისუფლებამ
მზაკვრულად
დაარღვია
და
შეუდგა
საქართველოს
ფაქტობრივ
ოკუპაციას.
შეთქმულება
დიდხანს
და
საფუძვლიანად
მზადდებოდა.
აჯანყება
1832 წლის
დეკემბერში
უნდა
დაწყებულიყო.
შეთქმულ
არისტოკრატებს,
აჯანყების
გეგმის,
„პირველი
ღამის
განკარგულების“
მიხედვით,წვეულებაზე
უნდა
მოეწვიათ
მსხვილი
რუსული
ბიუროკრატიის
მოხელეები,
განეიარაღებინათ,
სჰემდეგ
თბილისის
მოსახლეობისთვის
მოეწოდებინათ
და
აეჯანყებინათ.საბოლოო
გეგმის
მიხედვით,
მათ
უნდა
გამოეყენებინათ
1832 წლის
20 დეკემბრისათვის
დანიშნული
თავადაზნაურობის
საგუბერნიო
ყრილობა.
აჯანყებამდე
რამდენიმე
დღით
ადრე
შეთქმულების
ერთ-ერთმა
ხელმძღვანელმა
იესე
ფალავანდიშვილმა
შეთქმულების
შესახებ
აცნობა
თავის
ძმას,
რომელსაც
კავკასიაში
რუსეთის
მეფისნაცვლის
ადმინისტრაციაში
მაღალი
თანამდებობა
ეკავა.
ამ
უკანასკნელმა
შეთქმულება
გასცა.
შეთქმულები
დააპატიმრეს,
ყაზარმებში
გამოამწყვდიეს
და
მათი
„ანტისახელმწიფოებრივი
საქმიანობის“
გამოსაკვლევად
საგანგებო
კომისია
დანიშნეს,
რომელმაც
145 „დამნაშავე“
გამოამჟღავნა.
რუსეთის
მაშინდელმა
იმპერატორმა
ნიკოლოზ
I–მა
შეთქმულებს
სიკვდილით
დასჯა
გადაუწყვიტა,
მაგრამ
შემდეგ
გადაწყვეტილება
შეცვალა
და
ისინი
რუსეთის
შორეულ
მხარეებში
გადაასახლა.
მღვდელი
ფილადელფოსი
გამოძიების
დასრულებამდე
გარდაიცვალა
ყაზარმაში.
სისასტიკით
ცნობილი
ნიკოლოზ
I–ის
ეს
„გულჩვილობა“
და
ქართველთა
შეწყნარება
იქიდან
იყო
გამოწვეული,
რომ
რუსეთი
მსოფლიოს
უმტკიცებდა,
რომ
საქართველო
საკუთარი
ნებით
შეუერთდა
რუსეთს,
და
ისინი
მათი
დამპყრობლები
კი
არა,
მფარველები
იყვნენ.
გარდა
ამისა,
იმ
პერიოდში
რუსეთს
ომი
ჰქონდა
გაჩაღებული
ჩრდილოეთ
კავკასიის
ხალხებთან
და
მათი
დამორჩილება
სურდა.
ბუნებრივია,
რუსეთის
მეფეს
ქართველებთან
ურთიერთობის
გაუარესება
კარგს
არაფერს
მოუტანდა,
ვინაიდან
იმიერკავკასიის
დაპყრობით
ოპერაციებში
მონაწილეობას
ღებულობდა
არაერთი
მაღალი
სამხედრო
წოდების
ეთნიკური
ქართველი,
რომლებიც
რუსეთის
სამსახურს
ერთგულად
ასრულებდნენ.
ნიკოლოზ
I თავისი
იმპერიული
ზრახვების
დასაყრდენს
ისევ
საქართველოში
ხედავდა
აქაური
თავადაზნაურობის
სახით.
ამიტომ
სურდა,
რომ
არა
დასჯილ,
არამედ
„შეწყალებულ“
საზოგადოებასთან
ჰქონოდა
საქმე.
სასამართლო
პროცესიდან
რამდენიმე
წლის
შემდეგ
ყველა
შეთქმული
სამშობლოში
დაბრუნდა,
მაგრამ
მათ
შორის
არ
იყო
სოლომონ
დოდაშვილი,
რომელმაც
შორეულ
ვიატკაში
დაასრულა
თავისი
ხანმოკლე
სიცოცხლე
(31 წლის
ასაკში).
ამით
წერტილი
დაესვა
ქართველთა
თავგანწირულ
მცდელობას,
შეიარაღებული
აჯანყების
გზით
თავი
დაეღწიათ
რუსეთის
იმპერიის
ბატონობისაგან
და
შელახული
ეროვნული
ღირსება
აღედგინათ.
No comments:
Post a Comment