Monday, 7 December 2015

ნიკოლოზ ბარათაშვილი (ტატო)

ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი ოჯახიდან და მამისგან მელიტონ ბარათაშვილის დახასიათებით უნდა დავიწყოთ. მელიტონის მრისხანე ფიგურა ჯერ მფარველ ანგელოზად, მერე კი ავბედად დემონად დასტრიალებს თავს ცხოვრების ხანმოკლე გზაზე, კოჭლობით მიმავალ მის პირმშოს. მედიდური, ოქროსეპოლეტებიანი მაიორი, განჯის ოლქის მმართველის და თბილისის თავადაზზნაურთა მარშალი სანახავად კარგი იყო, მაგრამ შინაურთათვის გასაძლებად კი რა მოგახსენოთ. მისი კარგი თვისებებიც კი მომლხენეობა და სტუმართმოყვარეობა უკუღმართად შემოუბრუნდა მის ოჯახს და გაღატაკებამდე მიიყვანა.
     ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ძველი თბილისის იმ უბანში, რომელსაც ,,ორბელიანთა აული'' ერქვა. მომავალი პოეტი მეტისმეტად ცოცხალი ანცი და ფხიზელი გონების ბავშვი ყოფილა. პატარა ტატოს ამ ფერადოვანი სურათისთვის შეიძლება ზზოგი მკრთალი მონახაზის მიმატება. ტამორჩლი, სახის ნაზი ნაკვთები, ბუდეშური თვალები. მისი გონების გახსნას ხელი შეუწყო შინაური სწავლის ადრეულად მიღებამაც. მას 6-7 წლის ასაკაში უკვე სცოდნია ქართული წერა-კითხვა. ათი წლის ტატო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელშ შეიყვანეს. ეს 1827 წელია. სამი წლის შემდეგ სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა, ხოლო იმავე წლის ბოლოს ნიკოლოზი, სახელმწიფოს ხარჯზე მიაბარეს პანსიონში.
      ბარათაშვილის მეგობართა წრე სწორედ გიმნაზიიდანაა: მიხეილ თუმანიშილი, დავით მაჩაბელი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ლევან მელიქიშვილი და ბოლოს - ტატოს ბიძა და ამავდოულად მეგობარი ილიკო ორბელიანი.  
       








  1832 წლის 22 მარტს ვაიმარშიკვდება ცისა და მიწის მესაიდუმლე საუკუნის უდიდესი პოეტური გენია - გოეთე. იმავე წელს იქნებ დღეებშიც ბარათაშვილმა მოიტეხა ორივე ფეხი.  1832 წელი კატასტროფების წელია ტატოს ცხოვრებაში: ამ წელს იტეხს ფეხს, ამ წელს მარცხდება შეთქმულება, ამ წელს კარგავს ნათესავთა და უფროს მეგობართა მთელ დასს. 15 წლისაც არ არის ტატო, როცა უბედური შემთხვევა სამუდამო დაღს უსვამს მის შემდგომ ცხოვრებას. კიბიდან გადმოვარდა ორივე ფეხი მოიტეხა, თავისთავად ეს არ არის კატასტროფა - ფეხები იღრძო თუ მოიტეხა - მოურჩა, გაუსწორეს. ისევ მხიარულ ტატოდ დარჩა, - მაგრამ მისი შედეგი სწორედ კატასტროფული ჩანს ჯერ პირადად ბარათაშვილისთვის და მერე მტელი ქართული პოეზიისთვის. პოეტი სამუდამოდ დაკოჭლდა, უბრალო ფიზიკურმა ნაკლმა გზა ჩაუკეტა საოცნებო სამხედრო სამსახურისკენ, მისი ცხოვრებაც სხვაგვარად წარიმართა და ასე თუ ისე ნაადრევი სიკვდილით დამთავრდა.

    ერთე-ერთ წერილში გრიგოლ ორბელიანი ძმას შესჩივის და ეუბნება:
   " რას სწავლობს ტატიკო? ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს სახელმწიფო ხარჯზე იმის გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. ცოდვაა, ძალიან ცოდვა იქნება, თუ მისი ბუნებრივი ნიჭიერება განუვითარებლად დარჩება. ნეტავი გამოგზავნოს დერპტის უნივერსიტეტში, რომელიც არის უპირველესი რუსეთში. ძალიან ადვილია ამის ახსრულება თუ კი მელიტონი სთხოვს ბარონს."
      მაგრამ მელიტონი ასე არ ფიქრობს, როგორც მისი უკვდავი ცოლის ძმა. დასრულდა გიმნაზიის კურსი. მიღებულია საოცნებო სიმწიფის ატესტატი. გავლილია სიყმაწვილის გზა ყვავილოვანი. კეთილი! მაგრამ შემდეგ? სამხედროში - არაფერი გამოსდის. კოჭლია და თუ არა ინვალიდთა კომანდაში, სხვაგან სად მიიღებენ! ასე უთხრა მამამ და გაუგონა, მაგრამ უნივერსიტეტი? უნივერსიტეტში ხომ კოჭლებსაც იღებენ?
მამის შუბლზე რისხვის ნაოჭი ჩნდება.


"-დამიხედეთ ნებიერს! კიდევ უნივერსიტეტი! მერე ვინ უნდა არჩინოს მოხუცი დედა, სნეული მამა? ვინ დაითხოვს ეს ქალები? ძმისა და შვილის ვალზე ხელს იღებ? გულიდან ამოგირეცხავ იცოდე." ამ დღიდან ტატოს ბაგეს აღარ დასცდენია სანუკვარი სათხოვარი. ახალგაზრდები ამთავრებენ გიმნაზიას, მაგრამ მათი ასპარეზი არსებითად არ ფართოვდება, რადგან არ არის საზოგადოებრივი ცხოვრება, პრესა, აზრთა ბრძოლა, კულტურული დაწესებულება.

No comments:

Post a Comment